საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები იწვევს ახალგაზრდა ლიდერებს, მონაწილეობა მიიღონ Harvard Model Congress Boston-ის უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ სტუდენტურ კონფერენციაში და უშუალოდ გაეცნონ ამერიკის პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებს.
პროგრამის ფარგლებში დელეგატები მონაწილეობენ Harvard Model Congress-ის სხდომებსა და კომიტეტების დებატებში, წარმოადგენენ მათთვის მინიჭებულ პოლიტიკურ ფიგურებს ან საარჩევნო ოლქებს, მონაწილეობენ კონგრესის საქმიანობის სიმულაციაში და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად ერთვებიან დინამიკურ საგანმანათლებლო პროცესში.
პროგრამა აერთიანებს საგანმანათლებლო სესიებს, პოლიტიკური პროცესების სიმულაციებს, ინტერაქტიულ დებატებსა და კულტურულ გამოცდილებას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დემოკრატიას, ლიდერობას, საჯარო პოლიტიკას, პოლიტიკურ კომუნიკაციას, მოლაპარაკებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას.
მონაწილეები ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებენ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას და ამავდროულად ავითარებენ საჯარო გამოსვლის, კრიტიკული აზროვნების, მოლაპარაკების, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და დიპლომატიის უნარებს.
ბოსტონი — ადგილი, სადაც ლიდერობა, დემოკრატია და გლობალური ხედვები ერთმანეთს ხვდება.