კონცეფცია
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები Harvard Model Congress-თან პარტნიორობით, ორგანიზებას უწევს ქართველი ახალგაზრდების დელეგაციების მონაწილეობას საგანმანათლებლო ვორქშოფებსა და Harvard Model Congress-ის საერთაშორისო პროგრამებში ბოსტონში, სან-ფრანცისკოში, ბერლინში, სეულსა და ყატარში. ამასთანავე, Harvard Model Congress-ის ვორქშოფები ხელმისაწვდომია თბილისში, სადაც შეხვედრებსა და ტრენინგებს ატარებენ Harvard Model Congress-ის მოწვეული ტრენერები. პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ მიიღონ გამოცდილება საერთაშორისო დონის გამოცდილი ტრენერებისგან და შეიძინონ HMC-ის ფორმატისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა და უნარები.