საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები იწვევს ახალგაზრდა ლიდერებს Harvard Model Congress San Francisco-ისგამორჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ პრესტიჟულ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში და პრაქტიკულად გაეცნონ ამერიკული დემოკრატიის, ლიდერობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებს.
პროგრამის განმავლობაში დელეგატები მონაწილეობენ HMC-ის საგანმანათლებლო სესიებში, კომიტეტების განხილვებსა და კონგრესის საქმიანობის სიმულაციებში, ასრულებენ პოლიტიკური წარმომადგენლების როლებს, შეიმუშავებენ და იცავენ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობენ სტრუქტურირებულ დებატებში.
პროგრამა აერთიანებს აკადემიურ სწავლებას, პოლიტიკური პროცესების სიმულაციებს, საჯარო დებატებს, გუნდურ მუშაობასა და კულტურულ გამოცდილებას, განსაკუთრებული აქცენტით დემოკრატიულ ღირებულებებზე, ლიდერობაზე, საჯარო პოლიტიკაზე, პოლიტიკურ კომუნიკაციაზე, მოლაპარაკებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.
აქტიური მონაწილეობის შედეგად დელეგატები განივითარებენ საჯარო გამოსვლის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის, მოლაპარაკების, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და დიპლომატიის უნარებს, ამავდროულად კი მიიღებენ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში.
სან-ფრანცისკო — სადაც დემოკრატია, ინოვაცია, ლიდერობა და გლობალური ხედვები ერთმანეთს ხვდება.