საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ჟენევის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ და დიკსუსიაში მიიღეს მონაწილეობა ჟენევის დიპლომატიის სკოლის პრეზიდენტთან ბატონ კოლუმ მერფისთან. მათ ასევე ჩაუტარდათ ლექცია დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლებზე.