კონცეფცია
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო დიპლომატიურ ვიზიტებს ევროპის წამყვან და საერთაშორისო ინსტიტუტებში, დიპლომატიურ მისიებში, უნივერსიტეტებსა და დიპლომატიის გლობალურ ცენტრებში. პროგრამები მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, შეხვდნენ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მოინახულონ ცნობილი და მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, დაესწრონ საგანმანათლებლო სესიებსა და საერთაშორისო დისკუსიებს და მიიღონ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკული გამოცდილება. თითოეული ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან განსხვავებულ პოლიტიკურ, კულტურულ და დიპლომატიურ გარემოს, ამავდროულად ივითარებენ გლობალურ ხედვას, კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ლიდერობისა და საერთაშორისო ურთიერთობის უნარებს. დიპლომატიური ვიზიტები — განათლება, საერთაშორისო გამოცდილება და დიპლომატია რეალურ გარემოში.